

IFRS for SMEs
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (ფასს) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის – სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, წარდგენას, პორტალზე ატვირთვასა და მონაცემების შევსებას კანონის შესაბამისად.
სასწავლო კურსის აუდიტორია
-
მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ სფეროში დასაქმებული პროფესიონალები (ბუღალტრები და ფინანსისტები)
-
ყველა, ვისაც დამოუკიდებლად სურს ფინანსური ანგარიშგების მომზადება.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
-
ფინანსური ანგარიშგებებისა (უწყისების) და ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადებას
-
კანონის შესაბამისად პორტალზე ანგარიშგების ატვირთვასა და მონაცემების შევსებას
-
კომპანიისთვის მოამზადონ ფინანსური ანგარიშგება და წარუდგინონ შესაბამის დაინტერესებულ მხაარებს



ბუღალტრული აღრიცხვა
ბუღალტრული აღრიცხვა ასახავს საწარმოს ეკონომიკური რესურსებისა და მათი ფორმირების წყაროების, სამეურნეო ფაქტების ცვლილებების შესახებ ინფორმაციას, გამოხატულს ფულად ერთეულში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბუღალტრული აღრიცხვის საშუალებით ხდება საწარმოს სამეურნეო ოპერაციებისა და ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, განზოგადება და წარდგენა.
კურსის მიზანია მონაწილეებისთვის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საფუძვლების გაცნობა, ძირითადი პრინციპების შესწავლა, საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ზოგადი მიმოხილვა.
სასწავლო კურსის აუდიტორია
-
დამწყები ბუღალტრები
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
-
სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტის ცნობასა და მომზადებას
-
სხვადასხვა შინაარსის სამეურნეო ოპერაციების ანალიზსა და ბუღალტრულად ასახვას
-
პირველადი დოკუმენტაციის წარმოება.
Your content has been submitted
